ქალაქი თბილისი , მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა , N 9
Решение
- Номер решения
- 4108542
- Дата решения
- 7 августа 2018 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ნოდარ სანდუხაძე
- Застройщик (код компании)
- 405133822
Участок
- Кадастровый код
- 01.11.05.029.302
- Собственник
- შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
- Площадь
- 8 780 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.05.029.302Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1619203
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 27 июля 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 11 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 7 августа 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 27 ივლისს #AR1619203 განცხადებით მომართა ნოდარ სანდუხაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა N9-ში (ს/კ N 01.11.05.029.302) სექტორ 2-ში მრავალფუნქციური შენობის ,,ა“ ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 31 სექტემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საცხოვერებელი ფართობი 5781.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5776.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 877.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 877.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 991.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 984.4 კვ.მ, შესაბამისად, საერთო ფართობი 8526.5-ის ნაცვლად უნდა იყოს 8514.0 კვ.მ. ასევე წარმოდგენილია შესაბამისი გეგმებიც. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვერებელი ფართობი - 5776.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი - 877.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 984.4 კვ.მ, საერთო ფართობი - 8514.0 კვ.მ. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები, გარდა ავტოსადგომების სქემისა, ჩანაცვლდეს 2018 წლის 27 ივლისის #AR1619203 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 7 августа 2018 г.Решение4108542 - Выдано
- 6 августа 2018 г.Ответ города
- 31 июля 2018 г.Ответ города
- 31 июля 2018 г.Файлы загружены
- 27 июля 2018 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- ა ბლოკის გეგმები.pdfОткрыть ↗
Прочие файлы1
- ა ბლოკის ფართები.xlsxОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление