ქალაქი თბილისი , დაბა წყნეთი , ქუჩა სტალინის , N 2 , მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 4118552
- Дата решения
- 14 августа 2018 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ნიკა ჭუმბურიძე
- Застройщик (код компании)
- 205346892
Участок
- Кадастровый код
- 01.20.01.010.433
- Собственник
- ი.ბ.ა. წყნეთი 101 (205346892)
- Площадь
- 309 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.20.01.010.433Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1620249
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 31 июля 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 14 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 14 августа 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 31 ივლისს №AR1620249 განცხადებით მომართა ნიკა ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - წყნეთი, დაბა წყნეთი, სტალინის ქუჩა, N2-ის მიმდებარედ, ი.ბ.ა წყნეთი 101-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.20.01.010.433) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენბლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი - 138.5-ის ნაცვლად უნდა იყოს - 115.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 30.2-ის ნაცვლად - 35.1 კვ.მ. რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 240.3 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 222.5 კვ.მ-ს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 ივლისის N892018659934-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში დაფიქსირებული და ბრძანებაში მითითებული საზაფხულო და საცხოვრებელი ფართები ერთმანეთთან შეუსაბამოა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 115.8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 35.1 კვ.მ. საერთო ფართობი: 222.5 კვ.მ. სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 მარტის №3876135 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 14 августа 2018 г.Решение4118552 - Выдано
- 31 июля 2018 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- 615727AWTB(1).pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление