ქალაქი თბილისი , 17 შინდისელი გმირის ქუჩა N17
Решение
- Номер решения
- 4205866
- Дата решения
- 8 октября 2018 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზვიად შონია
- Застройщик (код компании)
- 204559156
Участок
- Кадастровый код
- 01.19.36.001.073.01.500
- Собственник
- შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) (204559156)
- Площадь
- 125 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.19.36.001.073.01.500Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1634970
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 3 октября 2018 г.
- Тип
- Новое строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 5 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 8 октября 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1634970 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დოკუმენტაციით რომლითაც ითხოვთ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის საკ . კოდით N 01.19.36.001.073.01.500 ფართის ფასადზე ტაბლოსა და ბანერის მოწყობის მიზნით შესაბამის თანხმობას . საკითხის განხილვის შედეგად გაცნობებთ ,რომ სამსახურს ზოგადად ამ განცხადებით წარმოდგენილი სახით სარეკლამო აბრების განთავსება შესაძლებლად მიაჩნია იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება რეკლამის შესახებ შემდეგი რეგულაციები : "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". -სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). --სარეკლამო აბრაზე წარწერა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტირებულ) ფორმას. - მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. თქვენს შემთხვევაში ასევე შეყვანილი უნდა იქნას შენობის შიდა სივრცეში განთავსებული აბრების ზომები და ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მათი ვიზუალიზაციაც შესათანხმებლად . ასევე გაცნობებთ რომ სამსახურში საკ . კოდით N 01.19.36.001.073.01.500 ფართის ფასადზე ასევე თქვენს მიერ შემოტანილია სამი განაცხადი: AR1634973 განაცხადი რომლითაც ითხოვთ ვიტრაჟების შეცვლის უფლებას; AR1634974 განაცხადი რომლითაც ითხოვთ პანდუსის მოწყობისმოწყობის უფლებას; AR1634975 განაცხადირომლითაც ითხოვთ ფასადის ფერის ცვლილების უფლებას; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმისათვის, რომ სამსახურმა შეძლოს თქვენი საკითხის ხელახლა განხილვა და მთლიანობაში კომპლექსურად განსახორციელებელი სამუშაოების შეფასება, საჭიროა ერთი განცხადებით მომართოთ სამსახურს რომელშიც ასახული იქნება ოთხივე განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოები და აირჩიოთ მოთხოვნილი სამუშაოების შესაბამისი ნომენკლატურები შემდეგი თანმიმდევრობით : I კლასი-აბრებისა და რეკლამების განთავსება- ახალი მშენებლობა; ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობის მოწყობა ან დემონტაჟი - რეკონსტრუქცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანდუსის მოწყობა- რეკონსტრუქცია;შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, როცა ხდება ფერის ან მასალის ცვლილება- რეკონსტრუქცია; ასევე გაითვალისწინეთ : ახალი განაცხადის დარეგისტრირებისას განიმარტეთ ვინ არის დაინტერესებული საპროექტო სამუშაოებით და წარმოდგენილ იქნეს განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეა დაინტერსებული საპროექტო სამუშაოებით წარმოდგენილ მოიჯარის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე ან უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თქვენი AR1634970 განცხადება ამ ეტაპზე დარჩება განუხილველი .
Показать ещёСвернуть
- 8 октября 2018 г.Решение4205866
- 3 октября 2018 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы3
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление