OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ალეკო გობრონიძის ქუჩა , N 2ა

AR1641537Новое строительствоИное назначение1 ноября 2018 г.- Мухиани
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4252130
Дата решения
6 ноября 2018 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
თამარი უგლავა
Застройщик (код компании)
404994128

Участок

Кадастровый код
01.11.13.001.090
Собственник
შპს "კაპიტალი" (404994128)
Площадь
288 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1641537
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
1 ноября 2018 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 6 ноября 2018 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ იქნას დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის სხვადასხვა ხედის ფიქსაციით, ახლო და შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოსურათები. თქვენ მიერ ამჟამად წარმოდგენილი ფოტო ახლო რაკურსიდანაა გადაღებული და არ აღიქმება სრული სიტუაციური გარემო. - ვინაიდან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, სამსახურის შესაძლებლად არ მიაჩნია მსგავსი სახით სარეკლამო აბრის განთავსება, აღნიშნული გადატვირთული და აჭრელებულია. საჭიროა წარმოდგენილ იქნას მეტად სადა ვიზუალში გადაწყვეტილი სარეკლამო აბრა ძირითადი სიმბოლოებისა და წარწერის ჩვენებით. - ასევე გაითვალისწინეთ, რომ "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრის პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. - განიმარტოს ვინ არის დაინტერესებული საპროექტო სამუშაოებით და მოინიშნოს საპროექტო ფართის ამონაწერი რუკაზე (წილობრივი კოდი არსებობის შემთხვევაში) თუ საერთო საკუთრებაში არსებულ ფართზე არ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ან წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ფართის ამონაწერი. - სამსახურს წერილობითი დასტურის გაცემის მოთხოვნით უნდა მომართოს საპროექტო ფართის მესაკუთრემ ან მოსარგებლემ, ან მათმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. შესაბამისად, წარმოსადგენია განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაძლებელია უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. - თუ სამსახურს მომართავს საპროექტო ფართის მოსარგებლე, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საჭიროების შემთხვევაში მესაკუთრის თანხმობა, დამოწმებული სათანადო წესით განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 1 წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ასევე თუ განსახორციელებელი სამუშაოებით ეხებით შპს „ვიონი საქართველოს “ და შპს „მობიტელის“ სარგებლობაში არსებულ ფართებს წარმოდგენილ იქნეს მათი თანხმობები თუ არ ეხებით განმარტეთ. შპს „მობიტელის“ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია განახლდეს ამონაწერი და მისი სარგებლობა აღარ ფიქსირდებოდეს ვინაიდან სარგებლობა ვადაგასულია. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი.

    Показать ещё
  2. 6 ноября 2018 г.Решение4252130
  3. 1 ноября 2018 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление