ქალაქი თბილისი , ქუჩა დავით კვაჭანტირაძე , N 22
Решение
- Номер решения
- 4287623
- Дата решения
- 3 декабря 2018 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზაქარია სოზაშვილი
- Застройщик (код компании)
- 405044198
Участок
- Кадастровый код
- 01.17.10.001.118
- Собственник
- შპს დეველოპმენტ ჯორჯია (405044198)
- Площадь
- 3 309 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.10.001.118Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1641545
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 1 ноября 2018 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 3 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 3 декабря 2018 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 01 ნოემბერს NAR1641545 განცხადებით მომართა ზაქარია სოზაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ისანი, ქუჩა დავით კვაჭანტირაძე, N22, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.10.001.118), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 9173.87 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 11861.63 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1545.06 კვ.მ-ის ნაცვლად 1644.32 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1775.48 კვ.მ-ის ნაცვლად 1769.44 კვ.მ ხოლო, საერთო ფართობი 16864.59 კვ.მ-ის ნაცვლად 16889.39 კვ.მ. ამასთან ითხოვს, დამხმარე ფართობის (2756.18 კვ.მ) ამოღებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 11861.63 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1644.32 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1769.44 კვ.მ. საერთო ფართობი: 16889.39 კვ.მ. ამასთან, ამოღებულ იქნას დამხმარე ფართობი (2756.18 კვ.მ). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებით შეთანხმებული -3.400, 0.000, +3.300, +6.600, +9.900, +13.200, +16.500, +19.800, +23.100, +26.400, +29.700, +33.000, +36.300, +39.600, +42.900, +46.200, +49.500 და +52.800 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 01 ნოემბრის NAR1641545 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 მარტის №3157554 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 3 декабря 2018 г.Решение4287623 - Выдано
- 30 ноября 2018 г.Ответ города
- 30 ноября 2018 г.Файлы загружены
- 26 ноября 2018 г.Ответ города
- 26 ноября 2018 г.Файлы загружены
- 1 ноября 2018 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы3
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление