OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი/ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 35/52

AR1656613Разрешение на строительствоИное назначение21 января 2019 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4345393
Дата решения
22 января 2019 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დავით ელიზბარაშვილი
Застройщик (код компании)
715239854

Участок

Кадастровый код
01.13.06.015.014
Собственник
შპს როიალ გროუფ (404475769)
Площадь
2 814 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1656613
Статус
Согласовано
Зарегистрировано
21 января 2019 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 2 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 22 января 2019 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 21 იანვარს №AR1656613 განცხადებით მომართა დავით ელიზბარაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი/ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 35/52, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.06.015.014), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2019 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2018 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 09 ოქტომბრის №AR1636122 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 30 (ოცდაათი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2019 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით.“ სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 22 января 2019 г.Решение4345393 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление