OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გივი კარტოზიას ქუჩა N10

AR1663023Разрешение на строительствоИное назначение20 февраля 2019 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4389508
Дата решения
25 февраля 2019 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი ჩირაძე
Застройщик (код компании)
405108244

Участок

Кадастровый код
01.10.16.004.194
Собственник
სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
Площадь
14 079 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1663023
Статус
Согласовано
Зарегистрировано
20 февраля 2019 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 25 февраля 2019 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 20 თებერვალს NAR1663023 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, გივი კარტოზიას ქუჩა N10-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.16.004.194), მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი -,,ა", ,,ბ" და ,,ც") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 18 თებერვლის №4379461 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის №4382041 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი 94 117,04 კვ.მ; სასწავლო აუდიტორიების ფართობი 545,28 კვ.მ; საზაფხულო ფართობი 7557,12 კვ.მ განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 7 557.12 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 7 574.02 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 94 117.04 კვ.მ-ის ნაცვლად - 94 133.94 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 7574.02 კვ.მ, საერთო ფართობი: 94 133.94 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 და 2019 წლის 19 თებერვლის №4382041 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 25 февраля 2019 г.Решение4389508 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление