OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი, ატენის ქუჩა, N 16ა

AR1664858Разрешение на строительствоИное назначение28 февраля 2019 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4403746
Дата решения
6 марта 2019 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ასათიანი
Застройщик (код компании)
205186421

Участок

Кадастровый код
01.14.14.011.083
Собственник
ამხანაგობა "ატენი-19"
Площадь
1 831 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1664858
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
28 февраля 2019 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
6 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 6 марта 2019 г.Ответ города

    2019 წლის 28 თებერვლის №AR1664858 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 28 თებერვალს №AR1664858 განაცხადით მომართა გიორგი ასათიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3778683 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3778683 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ატენის შესახვევის N16-ში, ატენის ქ. N17-ში,ატენის ქ. N19-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.14.14.011.083) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ამხანაგობა „ატენი-19“ (205486421), ფიზიკური პირი: ბაქარ გეგელაშვილი (01024037601). სამსახურის 2018 წლის 09 ოქტომბრის №4209656 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3778683 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს "ჰოვერი" (405287032), ფიზიკური პირი: რუსუდან ველიძე (პ/ნ: 01026004005). 2018 წლის 19 სექტემბრის NAR1631950 განცხადებით წარმოდგენილია ამხანაგობა „ატენი-19“-ს (205486421) და შ.პ.ს "ჰოვერი"-ს (405287032) შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება და ამხანაგობა „ატენი-19“-ის თანხმობა დამკვეთად შ.პ.ს "ჰოვერი"-ს (405287032) დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 28 თებერვლის №AR1664858 განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3778683 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შ.პ.ს "ჰოვერი"-ს (405287032) და ამხანაგობა „ატენი19“-ის (205486421) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადების რეგისტრაცია – №882019097104, მომზადების თარიღი: 11/02/2019 17:45:51) თანახმად, N01.14.14.011.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა „ატენი-19“ (205186421) საკუთრებას, რომლის თავმჯდომარეს წარმოადგენს ბაქარ გეგელაშვილი (01024037601). სამსახურში წარმოდგენილია ბაქარ გეგელაშვილის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, გიორგი ასათიანისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N181214372, რეგისტრაციის თარიღი: 02.10.2018). საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნას შ.პ.ს "ჰოვერი"-ს (405287032) შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა, დამკვეთად, მასთან ერთად, ამხანაგობა „ატენი-19“-ის (205486421) დაფიქსირებასთან დაკავშირებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შ.პ.ს "ჰოვერი"-ს (405287032) შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა, დამკვეთად მასთან ერთად ამხანაგობა „ატენი-19“-ის (205486421) დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 28 თებერვლის №AR1664858 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 6 марта 2019 г.Решение4403746
  3. 28 февраля 2019 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление