ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, N 83
Решение
- Номер решения
- 4428935
- Дата решения
- 25 марта 2019 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ანტონ ზურაბიშვილი
- Застройщик (код компании)
- 205279928
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.038.425
- Собственник
- ლალი ჟიჟილაშვილი (P/N: *********13) (P/N: *********13)
- Площадь
- 1 000 м²
- Назначение земли
- სასოფლო-სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.038.425Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1665137
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 1 марта 2019 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 24 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 марта 2019 г.Ответ города
2019 წლის 01 მარტის NAR1665137 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 01 მარტს NAR1665137 განცხადებით მომართა ანტონ ზურაბიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №4282171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №4282171 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი (ნაკვეთი 038/425), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.038.425), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 დეკემბრიდან 2019 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №4282171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმარტავს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 201.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 237.0 კვ.მ, ავტოსადგომების ფართობი 345.4 კვ.მ-ის ნაცვლად - 345.5 კვ.მ. ასევე, უნდა დაემატოს დამხმარე ფართობი: 233.5 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი: 1896.0 კვ.მ-ის ნაცვლად, 2165.6 კვ.მ. სამსახურმა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ავტოსადგომების ფართობის მაჩვენებელი შეცდომით არის დაფიქსირებული. კერძოდ, სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №4282171 ბრძანების ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული ავტოსადგომის ფართობი მოიცავს ღია და დახურული ავტოსადგომების ფართობების ჯამს. ხოლო, ღია ავტოსადგომის ფართობი და მისასვლელი გზა ავტოსადგომების საერთო ფართობში არ იანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნული ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირება შეუძლებელია. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია ღია ავტოსადგომების ცალკე დაფიქსირება, რაც შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. შესაბამისად საჭიროა მოთხოვნის დაზუსტება მისასვლელ გზასთან და ავტოსადგომების (ღია და დახურული) ფართობებთან დაკავშირებით. მოთხოვნის დაზუსტების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ბრძანებაში ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირებაზე მსჯელობა. ასევე, წინამდებარე განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა განმცხადებელების მიერ წარმოდგენილ იქნას შესწორებული გეგმები, შესაბამისი ფუნქციების მონიშვნით (თუ რომელი ფართი სად შედის) და ფუნქციის შესაბამისი ფართების დაფიქსირებით. რადგან, აღნიშნული ცვლილებებით ასევე იცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელი საჭიროა აღნიშნულის დაზუსტებაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოს მოთხოვნა მისასვლელ გზასთან, ავტოსადგომების (ღია და დახურული) ფართობებთან და საერთო ფართობთან დაკავშირებით. ასევე, წარმოადგინოს შესწორებული გეგმები შესაბამისი ფუნქციების მონიშვნით (თუ რომელი ფართი სად შედის) და ფუნქციის შესაბამისი ფართების დაფიქსირებით. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინამდებარე 2019 წლის 01 მარტის NAR1665137 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 25 марта 2019 г.Решение4428935 - Другое
- 1 марта 2019 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление