OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი N7

AR1675558Разрешение на строительствоИное назначение16 апреля 2019 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4494348
Дата решения
10 мая 2019 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ზურაბი სამბელაშვილი
Организация
12732
Застройщик (код компании)
406157821

Участок

Кадастровый код
01.17.07.024.031
Собственник
შპს გასგო ინთერნეიშენალ ჰოთელს ენდ თაუერს (406157821)
Площадь
2 484 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1675558
Статус
Согласовано
Зарегистрировано
16 апреля 2019 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
24 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 10 мая 2019 г.Ответ города

    მოქალაქე ზურაბი სამბელაშვილის 2019 წლის 16 აპრილის №AR1675558 განცხადების დაკამყოფილების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 16 აპრილს №AR1675558 განცხადებით მომართა ზურაბი სამბელაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 აგვისტოს №1-1774 ბრძანებით ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლება IV მიკრორაიონი, პატარიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.07.024.031) განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და კ-2 განისაზღვრა 5.2-ით. სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ზურაბი სამბელაშვილის 2018 წლის 26 ნოემბრის №AR1646203 განცხადება და №01.17.07.024.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2018 წლის 17 დეკემბრის №4307603 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპლიეტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპლიეტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ: საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ფუნქცია/დანიშნულება: საცხოვრებელი (დასაშვებია არასაცხოვრებელი, ზონის შესაბამისი ფუნქციების არსებობა, არა უმეტეს საერთო ფართობის 25 %-სა). წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებაში, კერძოდ, განმცხადებელს სურს აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დაემატოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 აგვისტოს №1-1774 ბრძანების საფუძველზე მომატებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი და დაფიქსირდეს კ-2=5.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 აგვისტოს №1-1774 ბრძანებით №01.17.07.024.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია სპეციალური ზონალური შეთანხმება და კ-2 კოეფიციენტი განსაზღვრულია 5.2-ით, სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია დააკამყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ასახოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 აგვისტოს №1-1774 ბრძანებით განსაზღვრული (კ-2) კოეფიციენტი: კ-2=5.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში დაფიქსირდეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 აგვისტოს №1-1774 ბრძანება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში კ-2 კოეფიციენტად დაფიქსირდეს 5.2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის №4283793 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 10 мая 2019 г.Решение4494348 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление