ქალაქი თბილისი , ნინო რამიშვილის ქუჩა N3ა
Решение
- Номер решения
- 4595484
- Дата решения
- 18 июля 2019 г.
- Результат
- Отказано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით რატიანი
- Застройщик (код компании)
- 205303679
Участок
- Кадастровый код
- 01.14.14.005.196
- Собственник
- მიხეილ ქორქაძე (P/N: *********06)
- Площадь
- 739 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.14.005.196Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1693325
- Статус
- Отказано
- Зарегистрировано
- 11 июля 2019 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 июля 2019 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს თქვენი 2019 წლის 11 ივლისის №AR1693325 განცხადებით მომართა დავით რატიანმა და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ილია ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე მიხეილ ქორქაძის და ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ჯეობილდი–2004"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.14.14.005.196) შერეული ფუნქციის ობიექტის (საოფისე,კომერციული, საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2014 წლის 11 ივნისის №1314358 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწი ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისიდან 2015 წლის 11 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 15 აპრილის №2540792 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ილია ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორია/ქალაქი თბილისი, ილია ჭავჭავაძის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის ( შერეული ფუნქციის ობიექტის (საოფისე,კომერციული, საცხოვრებელი)) ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 26 ოქტომბრის №ბ–38373/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ–სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. სამსახურის 2016 წლის 15 ივლისის №2715499 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული სარდაფის სართულის გეგმები -10.550, -6.550 და -3.400 ნიშნულებზე და ასევე I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI სართულების გეგმები ჩანაცვლდა 2016 წლის 06 ივლისის №AR1407586 განაცხადით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 4504.80 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 2399.86 კვ.მ, საოფისე ფართობი: 232.57 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 486.82 კვ.მ, სარდაფის ფართობი: 322.71კვ.მ, დამხმარე ფართობი: 5.62 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 735.22 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის 2016 წლის 13 ივნისის №ბ-148987112 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში №01.14.14.005.196 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (შერეული ფუნქციის ობიექტი (საოფისე, კომერციული, საცხოვრებელი). ხოლო 2016 წლის 18 ივლისის №ბ-255193/12 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2016 წლის 13 ივნისის №ბ-148987112 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 4504.80 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 2399.86 კვ.მ, საოფისე ფართობად 232.57 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 486.82 კვ.მ, სარდაფის ფართობად 322.71 კვ.მ, დამხმარე ფართობად 5.62 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 735.22 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ: განმარტავს, რომ სურს +38.810 ნიშნულის გეგმაზე მდებარე სახურავის ტერასად დაფიქსირება და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საზაფხულო ფართობად 487,5 კვ.მ-ის ნაცვლად 734.17 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 4504.80 კვ.მ-ის ნაცვლად 4765.97 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. საპროექტო დოკუმენტაციის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებით შეთანხმებულ +38.810 სართულის გეგმაზე დაფიქსირებული ფართი წარმოადგენს სახურავს და გეგმაზე მისი ტერასად დაფიქსირება ვერ განხორციელდება, შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2014 წლის 29 მაისის №1294389 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Показать ещёСвернуть
- 18 июля 2019 г.Решение4595484 - Отказано
- 11 июля 2019 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- Atvirtva.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление