OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 24ა

AR1695934Разрешение на строительствоИное назначение24 июля 2019 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4606442
Дата решения
26 июля 2019 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი გუჯაბიძე
Застройщик (код компании)
404480101

Участок

Кадастровый код
01.19.34.002.190
Собственник
შპს ისანი კომფორტი (404480101)
Площадь
3 231 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1695934
Статус
Согласовано
Зарегистрировано
24 июля 2019 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
2 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 26 июля 2019 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის № 4527295 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 24 ივლისს NAR1695934 განცხადებით მომართა გიორგი გუჯაბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის № 4527295 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი–სამგორი, გამზირი მოსკოვი N24ა, შპს "ისანი კომფორტი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. N01.19.34.002.190), მრავალფუნქციური შენობის - სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი (ბლოკი#1) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 05 ივლისის №4575910 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 379.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 376.2 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 5247.9 კვ.მ-ის ნაცვლად 5244.6 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 376.2 კვ.მ, საერთო ფართობი: 5244.6 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანებით შეთანხმებული +3.20, +6.40, +9.60, +12.80, +16.00, +19.20, +22.40, +25.60, +28.80, +32.00 და +35.20 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის №4527295 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 26 июля 2019 г.Решение4606442 - Выдано
  3. 24 июля 2019 г.Файлы загружены
  4. 23 июля 2019 г.Файлы загружены
  5. 20 июля 2019 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы3

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление