OpenCAD
Отказано

ქალაქი თბილისი , მოსკოვის გამზირზე, წისქვილკომბინატის მოპირდაპირედ

AR1699278Новое строительствоИное назначение7 августа 2019 г.- Самгори
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
4630162
Дата решения
13 августа 2019 г.
Результат
Отказано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
კახაბერ ლაბაძე
Застройщик (код компании)
206115327

Участок

Кадастровый код
01.17.11.002.001
Собственник
შ.პ.ს. "ჯუბა-2001" (206115327)
Площадь
924 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1699278
Статус
Отказано
Зарегистрировано
7 августа 2019 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
6 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 13 августа 2019 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 2019 წლის 07 აგვისტოს თქვენს მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი N AR1699278 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, მოსკოვის გამზირზე, წისქვილკომბინატის მოპირდაპირედ, შპს „ჯუბა-2001“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე თხევადი აირის სტაციონარის, როგორც დროებითი დანადგარის განთავსებაზე თანხმობას. ამასთან, აღნიშნულს ითხოვთ I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების მშენებლობა/განთავსებისთვის დადგენილი წესით, მხოლოდ ადგილმდებარეობის მითითებისა და ცისტერნის განთავსების ფოტო–მონტაჟის წარმოდგენის საფუძველზე. სამსახური პირველ რიგში განგიმარტავთ, რომ ზოგადად ყველა სახის შენობა–ნაგებობების მშენებლობა/განთავსება და მასთან დაკავშირებული პროცედურები რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, რომლის თანახმად შენობა–ნაგებობები კლასიფიცირდება როგორც მათი პარამეტრების, ისე რისკის შემცველი მახასიათებლების მიხედვით და იყოფიან 5 კლასად. მათგან, I კლასს განეკუთვნებიან ისეთი შენობა–ნაგებობები, რომლებსაც არ გააჩნიათ რისკის შემცველი ფაქტორები და ისინი მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებენ, თუმცა ქალაქ თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში ასეთი შენობა–ნაგებობების განთავსება/მონტაჟი საჭიროებენ ამავე დადგენილების 66–ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას და ქალაქტმშენებლობით დოკუმენტაციასთან მათი შესაბამისობის შემთხვევაში, სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან, მათი განხორციელების შესაძლებლობის წერილობით დადასტურებას. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათგან II, III და IV კლასებს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობებზე, რომლებიც ხასიათდებიან რისკის ფაქტორების სხვადასხვა ხარისხით ( დაბალი, საშუალო და მაღალი), მშენებლობის ნებართვა გაიცემა 3 (სამი) სტადიით ( I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; II სტადია – არქიტექტურულ – სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა) ან გამარტივებული წესით, I სტადიითა და II და III სტადიების ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში გაერთიანებით. V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა–ნაგებობებზე კი, რომლებიც ხასიათდებიან რისკის მომატებული ფაქტორით, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ რეგულირდება ის ობიექტები (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები) და მათთან დაკავშირებული პროცესები, რომლებიც საფრთხის შემცველი რისკის მომატებული ხარისხის გამო კვალიფიცირდებიან „მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებად“ და რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ამავე კოდექსის მე–18 მუხლის მე–5 პუნქტით, ხოლო ის ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი ითვლებიან მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებად, განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 28.12.12წ. N488 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული კოდექსის თანახმად და საქართველოს მთავრობის 10.07.13წ. N173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ასეთი ობიექტები ექვემდებარებიან ინსპექტირებას, ხოლო საქართველოს მთავრობის 31.07.12წ. N317 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციას, რასაც, როგორც ამ სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს მოთხოვნას, გაცნობებთ, რომ გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მომხმარებლისთვის მიწოდების ობიექტები, მათი სახეობები და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 15.01.14 წ. N76 დადგენილებით დამტკიცებული „გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან–ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების, საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით. ამ რეგლამენტის მე–2 მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, მცირემწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, ანუ რა მიზნითაც თქვენ გათვალისწინებული გაქვთ ცისტერნის განთავსება, წარმოადგენს მომსახურების ისეთ ობიექტს, რომელსაც ეწოდება „გაზსავსები პუნქტი“, ხოლო რეგლამენტის მე–10 და მე–11 პუნქტებით განსაზღვრულია ის პირობები და მოთხოვნები, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა მისი განთავსების ადგილის შერჩევისა და დაპროექტების დროს. რაც შეეხება ცალკე აღებულ ცისტერნას, მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 31.12.13წ. N 410 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით და მისი მე–2 მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, როცა იგი, ისევე როგორც მსგავსი დანიშნულების სხვა მოცულობითი ნაკეთობები (ბალონი, კასრი და სხვა), განკუთვნილია გაზების წნევის ქვეშ მოსათავსებლად, მათი შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, მას ეწოდება „წნევაზე მომუშავე ჭურჭელი“. თავის მხრივ კი ასეთი ჭურჭელი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“–ს მე–18 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს „მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ და მასზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გარემოებათა დამატებით გამოკვლევის, სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან საკითხების დაზუსტების და მათი შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ ცისტერნის განთავსებით და მხოლოდ მისი საშუალებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი „გაზსავსები პუნქტი“–ს ტექნოლოგიური გამართულობა, სრულყოფილი ფუნქციონირება და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია, რის გამოც იგი უნდა დაპროექტდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N76 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამეტის მე–3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. ხოლო ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან ცისტერნა, როგორც „წნევაზე მომუშავე ჭურჭელი“ თავად წარმოადგენს „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ და ამასთანავე „გაზსავსები პუნქტის“ ძირითად ტექნოლოგიურ მოწყობილობას, მისი საფრთხის შემცველი მახასიათებლები ვრცელდება მთლიანად „გაზსავსებ პუნქტზეც“. აქედან გამომდინარე კი დადგინდა, რომ „გაზსავსები პუნქტი“, ანალოგიურად გაზგასამართი სადგურისა, განეკუთვნება IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობებს და იგი საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას სამივე სტადიით, რომელთაგანაც I სტადიაზე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ჩართული უნდა იქნას სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური თქვენს მოთხოვნას გაზის ცისტერნის, როგორც I კლასის დროებითი დანადგარის მითითებულ ადგილზე განთავსების თაობაზე, ვერ დააკმაყოფილებს.

    Показать ещё
  2. 13 августа 2019 г.Решение4630162 - Отказано
  3. 7 августа 2019 г.Файлы загружены
  4. 7 августа 2019 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы3

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление