ქალაქი თბილისი, ელიზბარ მინდელის ქუჩა, N 7ბ
Решение
- Номер решения
- 4865917
- Дата решения
- 18 февраля 2020 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რევაზ ტყემალაძე
- Застройщик (код компании)
- 404405657
Участок
- Кадастровый код
- 01.14.01.008.029
- Собственник
- შპს "ანსა" (406063673)
- Площадь
- 1 360 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.01.008.029Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1731318
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 28 января 2020 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 февраля 2020 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის № 4798644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 28 იანვარს №AR1731318 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩა №7ბ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.14.01.008.029) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 24 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს: საოფისე ფართობად 738.0კვ.მ-ის ნაცვლად 770.3კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1523.95კვ.მ-ის ნაცვლად 1524.45კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმების ექსპლიაკციებზე ხდება ფართების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ საზაფხულო და საოფისე ფართობების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 16161.7კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის № 4798644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და დაფიქსირდეს საერთო ფართობი 16161.17 კვ.მ, საოფისე ფართობად 770.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1524.45 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანებით შეთანხმებული -6.00, -3.00, +9,90, +13,200, +23.10, +26.40, +36.30 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2020 წლის 28 იანვრის №AR1731318 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4798644 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 февраля 2020 г.Решение4865917 - Выдано
- 28 января 2020 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- gegmebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление