ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 56
Решение
- Номер решения
- 4868683
- Дата решения
- 20 февраля 2020 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- შოთა ქუთათელაძე
- Застройщик (код компании)
- 438731197
Участок
- Кадастровый код
- 01.10.07.007.065
- Собственник
- შპს "ელენ ჰაუსი" (438731197)
- Площадь
- 4 619 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 16 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.07.007.065Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1735527
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 19 февраля 2020 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 20 февраля 2020 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 19 თებერვალს NAR1735527 განცხადებით მომართა შოთა ქუთათელაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი IV, ნაკვ. 07/065, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.10.07.007.065), მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 27 იანვრის № 4835675 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 იანვრიდან 2022 წლის 27 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 511.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 510.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2843.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2843.9 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 3803.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3309.9 კვ.მ. საერთო ფართობი 23816.6 კვ.მ-ის ნაცვლად 23323.8 კვ.მ. განმცადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N892018230630 მომზადების თარიღი: 02/04/2018 10:51:24) მიხედვით, N01.10.07.007.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ელენ ჰაუსი“ (438731197). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18019459, მომზადების თარიღი: 20/02/2018 18:21:19), შპს „ელენ ჰაუსი“-ს (438731197) დირექტორს წარმოადგენს შოთა ქუთათელაძე (პ/ნ: 37001008060) . სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კომერციული ფართობი: 510.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 2843.9 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 3309.9 კვ.მ. საერთო ფართობი: 23323.8 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებით შეთანმხებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ნოემბრის №4770761 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 20 февраля 2020 г.Решение4868683 - Выдано
- 19 февраля 2020 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- SAMARTLEBLIVI AQTIS CVLILEBA sul bolo varianti.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление