OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ჩიხი კრწანისის I , N 17

AR1756642Разрешение на строительствоИное назначение29 июня 2020 г.- Крцаниси
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5037149
Дата решения
23 июля 2020 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
თენგიზი ესიავა
Застройщик (код компании)
402132189

Участок

Кадастровый код
01.18.06.015.224
Собственник
შპს ე.კ. (405049193)
Площадь
2 009 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1756642
Статус
Согласовано
Зарегистрировано
29 июня 2020 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
3

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 23 июля 2020 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 29 ივნისს №AR1756642 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, ჩიხი კრწანისის I, №17-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.06.015.224), სამი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 26 ივნისის №4999763 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 26 ივნისიდან 2021 წლის 26 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1225.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1265.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 348.2 კვ.მ-ის ნაცვლად 347.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 448.3 კვ.მ-ის ნაცვლად 416.6 კვ.მ., საერთო ფართობი 2371.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2378.5 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1265.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 347.7 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 416.6 კვ.მ., საერთო ფართობი: 2378.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. 3. სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №4982007 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 23 июля 2020 г.Решение5037149 - Выдано
  3. 22 июля 2020 г.Ответ города
  4. 22 июля 2020 г.Файлы загружены
  5. 18 июля 2020 г.Ответ города
  6. 18 июля 2020 г.Файлы загружены
  7. 29 июня 2020 г.Файлы загружены
  8. 29 июня 2020 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы4

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление