OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, ლევან გოთუას ქუჩა, N 20თ

AR1766977Разрешение на строительствоИное назначение10 августа 2020 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5094534
Дата решения
7 сентября 2020 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
კონსტანტინე ურუშაძე
Застройщик (код компании)
405282215

Участок

Кадастровый код
01.10.13.010.089
Собственник
შპს "დემაქს გოთუა" (405282215)
Площадь
1 980 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1766977
Статус
Согласовано
Зарегистрировано
10 августа 2020 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
3

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 7 сентября 2020 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 10 აგვისტოს №AR1766977 განცხადებით მომართა კონსტანტინე ურუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ლევან გოთუას ქუჩა, №20თ-ში, №01.10.13.010.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 7 აგვისტოდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელს სურს საზაფხულო ფართობად 967.46 კვ.მ-ის ნაცვლად 967.48 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 6333.65 კვ.მ-ის ნაცვლად 6333.67 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებაში საზაფხულო ფართობი უნდა იყოს 967.48 კვმ., ხოლო საერთო ფართობი - 6333.67 კვ.მ. ამასთან, გეგმარება არ იცვლება უბრალოდ ხდება +32.60 ნიშნულის გეგმაზე საზაფხულო ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 967.48 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად - 6333.67 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებით შეთანხმებული +32.60 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 7 აგვისტოს №5057323 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 7 сентября 2020 г.Решение5094534 - Выдано
  3. 4 сентября 2020 г.Ответ города
  4. 4 сентября 2020 г.Файлы загружены
  5. 3 сентября 2020 г.Ответ города
  6. 3 сентября 2020 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы1

  • სწორი და ხარვეზიანი გეგმები.pdfОткрыть ↗

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление