OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , მიკრო/რაიონი IV , მიმდებარედ (ნაკვეთი 07/018)

AR1773705Разрешение на строительствоИное назначение11 сентября 2020 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5159523
Дата решения
26 октября 2020 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ივანე მირცხულავა
Застройщик (код компании)
406228283

Участок

Кадастровый код
01.10.07.007.094
Собственник
მარინე ბერძენიშვილი (P/N: *********65)
Площадь
2 678 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1773705
Статус
Согласовано
Зарегистрировано
11 сентября 2020 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
45 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 26 октября 2020 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 11 სექტემბერს №AR1773705 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, მიკრო/რაიონი IV, მიმდებარედ (ნაკვეთი 07/018), არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.07.007.094), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების (სექტორი №2 A3-A4 და B1, B2, B3, B4, B5) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 04 სექტემბრის №5092211 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 სექტემბრიდან 2022 წლის 04 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 6117.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5281.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 835.6 კვ.მ-ის ნაცვლად 836 კვ.მ. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ -2.70 და 0.00 ნიშნულის გეგმებზე ავტოსადგომის ფართობი გაურკვევლად იყო მითითებული (არ ჩანდა გეგმაზე კვადრატულობა) და ითხოვს აღნიშნული გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საზფხულო ფართობების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 9476.9 კვ.მ-ს. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ არ იცვლება -2.70 და 0.00 ნიშნულის გეგმები უბრალოდ მათზე ხდება ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება, ამასთან აღნიშნული გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებაში დაფიქსირებული ავტოსადგომის ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 9476.9 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 5281.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 836 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებით შეთანხმებული -2.70 და 0.00 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081552 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 26 октября 2020 г.Решение5159523 - Выдано
  3. 19 октября 2020 г.Ответ города
  4. 1 октября 2020 г.Срок продлённа 5 дн., новый срок: 10 ноября 2020 г.
  5. 11 сентября 2020 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление