ქალაქი თბილისი , ქუჩა ბ.ხმელნიცკი , N 48
Решение
- Номер решения
- 5135947
- Дата решения
- 7 октября 2020 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ქეთევან ბაბაჯანაშვილი
- Организация
- 51733
- Застройщик (код компании)
- 401992368
Участок
- Кадастровый код
- 01.17.11.027.065
- Собственник
- რამაზ ნერგაძე (P/N: *********77)
- Площадь
- 3 600 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.11.027.065Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Рекреационная
- Подзона
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1778208
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 6 октября 2020 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 7 октября 2020 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 06 ოქტომბერს №AR1778208 განცხადებით მომართა ქეთევან ბაბაჯანაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ბ. ხმელნიცკი, №48-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.027.065), ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 02 აპრილიდან 2021 წლის 03 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 5 აპრილის №4921721 და 2020 წლის 5 ივნისის №4974226 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადის და დამკვეთის პირადი ნომრის მითითების ნაწილში. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 6540.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 6539.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 944.0 კვ.მ-ის ნაცვლად 946.0 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 9485.7 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 9487.1 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 6539.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 946.0 კვ.მ., საერთო ფართობი: 9487.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 02 აპრილის №4919374 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 7 октября 2020 г.Решение5135947 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление