OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 52

AR1781769Разрешение на строительствоИное назначение16 октября 2020 г.- Вашлиджвари
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5151751
Дата решения
20 октября 2020 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ეკა ედიშერაშვილი
Застройщик (код компании)
404464030

Участок

Кадастровый код
01.10.10.006.003
Собственник
მამუკა არჩვაძე (P/N: *********33)
Площадь
1 763 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1781769
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
16 октября 2020 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
4 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 20 октября 2020 г.Ответ города

    2020 წლის 16 ოქტომბრის №AR1781769 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 16 ოქტომბერს №AR1781769 განცხადებით მომართა ეკა ედიშერაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი გელოვანი, ავეჯის სახლის მიმდებარედ, (ნაკვეთი №6/3) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.003), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 01 ნოემბრის №4734538 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საოფისე ფართობი: 407.5 კვ.მ. სარდაფის ფართობი: 246.9 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 3241.1 კვ.მ. საერთო ფართობი: 19564.2 კვ.მ. ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -6.00, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 13 ოქტომბრის №AR1711838 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარდაფის ფართობი 246.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 217.9 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 3241.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3270.1 კვ.მ. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი -6.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლება შესაძლებელია. თუმცა, -3.00 ნიშნულის გეგმაზე შეცვლილია გეგმარება და ფართობების ფუნქციები, რაც არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). რაც შეეხება წარმოდგენილ 0.00 და +4.50 ნიშნულის გეგმებს, აღნიშნულ გეგმბზე ცვლილებები განხორციელებული არ არის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა სარდაფის და ავტოსადგომის ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებით შეთანხმებული (2019 წლის 01 ნოემბრის №4734538 ბრძანებით ჩანაცვლებული) გეგმების იდენტური გეგმები გეგმარების და ფართობების ფუნქციების ცვლილების გარეშე. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2020 წლის 16 ოქტომბრის №AR1781769 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 20 октября 2020 г.Решение5151751 - Другое
  3. 16 октября 2020 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление