ქალაქი თბილისი , მარკ ბრონშტეინის I ჩიხი N6-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , გობრონიძის ქუჩის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , მიკრო/რაიონი II , გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 5230248
- Дата решения
- 18 декабря 2020 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზვიადი ჩაქსელიანი
- Застройщик (код компании)
- 406035936
Участок
- Кадастровый код
- 01.11.13.002.427
- Собственник
- შპს "333" (406035936)
- Площадь
- 3 034 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.13.002.427Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1793963
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 11 декабря 2020 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 декабря 2020 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 დეკემბრის №3744897, 2018 წლის 11 ოქტომბრის №4204746, 2019 წლის 24 იანვრის №4348527 და 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 11 დეკემბერს №AR1793963 განცხადებით მომართა ზვიადი ჩაქსელიანმა და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 26 დეკემბრის №3744897, 2018 წლის 11 ოქტომბრის №4204746, 2019 წლის 24 იანვრის №4348527 და 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 26 დეკემბრის №3744897 ბრძანებით №01.11.13.002.407 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (1258 კვ.მ.), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №4204746 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, მათ შორის, საკადასტრო კოდად დაფიქსირდა №01.11.13.002.413 (ფართობი: 1684.00 კვ.მ.). სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4348527 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, დასახლება მუხიანი, II მიკრო/რაიონი, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.13.002.413), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 04 მარტიდან 2021 წლის 04 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2017 წლის 26 დეკემბრის №3744897, 2018 წლის 11 ოქტომბრის №4204746, 2019 წლის 24 იანვრის №4348527 და 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანებების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანების საფუძველზე საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882019132200, მომზადების თარიღი: 25/02/2019 18:12:12) თანახმად, №01.11.13.002.425, №01.11.13.002.212 და №01.11.13.002.413 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოიშვა №01.11.13.002.427 საკადასტრო ერთეული (ფართობი: 3034.00 კვ.მ). ამავე ამონაწერის თანახმად, №01.11.13.002.427 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “333” (ს/ნ: 406035936). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B20036825, მომზადების თარიღი: 27/05/2020 12:57:11), შპს “333”-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზვიადი ჩანქსელიანი. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ზვიადი ჩაქსელიანის 2020 წლის 11 დეკემბრის №AR1793963 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2017 წლის 26 დეკემბრის №3744897, 2018 წლის 11 ოქტომბრის №4204746, 2019 წლის 24 იანვრის №4348527 და 2019 წლის 04 მარტის №4395827 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 декабря 2020 г.Ответ города
- 18 декабря 2020 г.Решение5230248 - Выдано
- 17 декабря 2020 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- არსებული ზვიადი 17.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление