ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34 , (ნაკვეთი N40/218)
Решение
- Номер решения
- 5226351
- Дата решения
- 16 декабря 2020 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ნიკოლოზ გაფრინდაშვილი
- Застройщик (код компании)
- 204876189
Участок
- Кадастровый код
- 01.14.03.040.218
- Собственник
- შპს "ქეთევან-2009" (206342055) (206342055)
- Площадь
- 3 103 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.03.040.218Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1794647
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 15 декабря 2020 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 16 декабря 2020 г.Решение5226351 - Выдано
- 16 декабря 2020 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 15 დეკემბერს №AR1794647 განცხადებით მომართა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 04 ივნისის №4957770 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირი №34-ში, (ნაკვეთი: №40/218) №01.14.03.040.218 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №5115148 ბრძანებით შეთანხმდა სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის არქიტექტურული პროექტი, ხოლო, სამსახურის 2020 წლის 21 ოქტომბრის №5148634 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 16 ნოემბრის №5179099 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.03.040.218) შეთანხმდა სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 დეკემბრიდან 2022 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში ,,მაღაზიის’’ ნაცვლად მითითებულია ,,ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი’’. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ 2020 წლის 25 ნოემბერის №AR1790854 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2020 წლის 16 ნოემბრის №5179099 ბრძანებით შეთანხმებული მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურმა იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანების პირველ პუნქტში სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის ნაცვლად დაფიქსირდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. გაიცეს: ქ. თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირი №34-ში (ნაკვეთი: №40/218) შპს „დარიალი“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.03.040.218) სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის 2020 წლის 16 ნოემბრის №5179099 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5203123 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 15 декабря 2020 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- მშენებლობის ნებართვის ფაილი.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление