ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 52
Решение
- Номер решения
- 5326361
- Дата решения
- 15 марта 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ეკა ედიშერაშვილი
- Застройщик (код компании)
- 404464030
Участок
- Кадастровый код
- 01.10.10.006.003
- Собственник
- მამუკა არჩვაძე (P/N: *********33)
- Площадь
- 1 763 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.10.006.003Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1808074
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 4 марта 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 11 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 15 марта 2021 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 04 მარტს №AR1808074 განცხადებით მომართა ეკა ედიშერაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი გელოვანი, ავეჯის სახლის მიმდებარედ, (ნაკვეთი №6/3) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.003), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 01 ნოემბრის №4734538 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საოფისე ფართობი: 407.5 კვ.მ., სარდაფის ფართობი: 246.9 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 3241.1 კვ.მ., საერთო ფართობი: 19564.2 კვ.მ. ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -6.00, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 13 ოქტომბრის №AR1711838 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობები არასწორად არის დატანილი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა -6.00, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულის გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით (გარდა -6.00, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულის გეგმებისა). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს №4647514 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 15 марта 2021 г.Решение5326361 - Выдано
- 12 марта 2021 г.Ответ города
- 12 марта 2021 г.Файлы загружены
- 4 марта 2021 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление