OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი I , და მუხიანის I მ/რ-ს შორის

AR1826605Разрешение на строительствоИное назначение21 мая 2021 г.- Глдани
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5438805
Дата решения
11 июня 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
რევაზ ებრალიძე
Застройщик (код компании)
404611844

Участок

Кадастровый код
01.11.13.001.125
Собственник
შპს "ევროპული სახლი" (400160829)
Площадь
3 320 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1826605
Статус
Согласовано
Зарегистрировано
21 мая 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 июня 2021 г.Решение5438805 - Выдано
  2. 11 июня 2021 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 მაისს №AR1826605 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებით ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ-სა და მუხიანის I მ/რ-ს შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.11.13.001.125), სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ევროპული სახლი“ (ს/ნ: 400160829). წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ევროპული სახლი“-ს (ს/ნ: 400160829) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დაფიქსირება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021336511, მომზადების თარიღი: 27/04/2021 წ.) თანახმად, №01.11.13.001.125 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404611844). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21018717, მომზადების თარიღი: 05/03/2021 წ.) შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დირექტორს წარმოადგენს გიორგი ახალკაციშვილი (პ/ნ: 01004008733). სამსახურში წარმოდგენილია გიორგი ახალკაციშვილის მიერ განმცხადებლის - რევაზ ებრალიძის სახელზე გაცემული 2021 წლის 21 მაისის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.001.125 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404611844), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ევროპული სახლი“-ს (ს/ნ: 400160829) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 21 мая 2021 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление