ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარის , N 61 ; ქალაქი თბილისი , საკოლმეურნეო მინდორი N63
Решение
- Номер решения
- 5408885
- Дата решения
- 18 мая 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ივერი შელეგია
- Застройщик (код компании)
- 405309447
Участок
- Кадастровый код
- 01.11.12.021.130
- Собственник
- შპს "მეგა აუტო ტრანსფორმერი" (405309447)
- Площадь
- 1 750 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.12.021.130Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1826607
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 мая 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 мая 2021 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 17 მაისს №AR1826607 განცხადებით მომართა ივერი შელეგიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობის და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის (სსზ-3) განაშენიანების რეგულირების პარამეტრების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ხევძმარის ქუჩა №61, ქალაქი თბილისი, საკოლმეურნეო მინდორი №63-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.11.12.021.130, ფართობი: 1750.0 კვ.მ.) სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებაში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის და კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის ველში საკადასტრო კოდი და ფართობი, ხოლო, კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის (სსზ-3) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები შეცდომით არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს №AR1768977 განცხადებით სამსახურს მომართა ივერი შელეგიამ და მოითხოვა №01.11.12.021.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი: 1750.0 კვ.მ.) სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, ხოლო ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გამო საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და ფართობი არასწორად დაფიქსირდა (ს/კ: №01.19.17.001.044, ფართობი: 20000.0 კვ.მ.). ასევე, არასწორად მიეთითა განმცხადებელი და განმცხადების რეკვიზიტები. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად (როგორც სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანების გამოცემის დროს, ასევე დღევანდელი მდგომარეობით) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის (სსზ-3) პარამეტრებია: კ-1=0.7, კ-3=0,2, მინიმალური ფართობი: 500 კვ.მ., მინიმალური სიგანე 20 მ., მინიმალური სიღრმე 20 მ., შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მ. თუმცა სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებაში აღნიშნული ზონის პარამეტრები არასწორად დაფიქსირდა (კ-1=0.5*/0.7, კ-2=4.6, კ-3=0.2, მინიმალური ფართობი: 700 კვ.მ., მინიმალური სიგანე 20 მ., მინიმალური სიღრმე 30 მ.) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების პირველი პუნქტი დაფიქსირდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაკმაყოფილდეს ივერი შელეგიას 2020 წლის 20 აგვისტოს №AR1768977 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;“. 1.2 მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის ველში საკადასტრო კოდად დაფიქსირდეს: №01.11.12.021.130, ფართობად: 1750.0 კვ.მ. 1.3 კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში განაშენიანების რეგულირების პარამეტრებად დაფიქსირდეს: კ-1=0.7, კ-3=0,2, მინიმალური ფართობი: 500 კვ.მ., მინიმალური სიგანე 20 მ., მინიმალური სიღრმე 20 მ., შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5113534 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 мая 2021 г.Решение5408885 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление