OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, X კვარტალი, კორპუსი N39-ის წინ

AR1828838Разрешение на строительствоИное назначение1 июля 2021 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5493832
Дата решения
8 июля 2021 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ირაკლი კეკელია
Застройщик (код компании)
405233769

Участок

Кадастровый код
01.12.02.015.073
Собственник
ნელი ტლაშაძე (P/N: *********44)
Площадь
819 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1828838
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
1 июля 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 июля 2021 г.Ответ города

    2021 წლის 01 ივლისის №AR1828838 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 01 ივლისს №AR1828838 განცხადებით მომართა ირაკლი კეკელიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №4527366 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №4527366 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, თემქის დასახლება, X კვარტალი, კორპუსი №39-ის წინ მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.02.015.073), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 25 ივლისის №4604487 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 ივლისიდან 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №5039274 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 25 ივლისის №4604487 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2021 წლის 28 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №4527366 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: კომერციულ ფართობად 158.63 კვ.მ-ის ნაცვლად 159.6 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 1965.56 კვ.მ-ის ნაცვლად 1965.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 477.85 კვ.მ-ის ნაცვლად 466.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ კოლონები და სავენტილაციო შახტები შეყვანილია საცხოვრებელ ფართობებში. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ამასთან, საცხოვრებელი, საზაფხულო და კომერციული ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. წარმოადგინოს სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №4527366 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), რომლებზეც საცხოვრებელი ფართობები დატანილი იქნება კოლონების და სავენტილაციო შახტების გამოკლებით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №4527366 ბრძანებით შეთანხმებულ საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 01 ივლისის №AR1828838 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 июля 2021 г.Решение5493832 - Другое

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление