ქალაქი თბილისი , მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N13ი
Решение
- Номер решения
- 5520673
- Дата решения
- 27 июля 2021 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- სერგო გიორგაია
- Застройщик (код компании)
- 205295090
Участок
- Кадастровый код
- 01.10.16.004.154
- Собственник
- შპს "ბრენდ ჰაუსი" (205295090)
- Площадь
- 7 070 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.16.004.154Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1836226
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 6 июля 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 27 июля 2021 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 06 ივლისის №AR1836226 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2021 წლის 28 ივნისის №5476082 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2021 წლის 09 ივლისის №5494716 ბრძანებით და 2021 წლის 20 ივლისის №5510703 გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ არ არის გამოსწორებული დადგენილი ხარვეზები, კერძოდ საცხოვრებელი, საზაფხულო და დამხმარე ფართობები ისევ დატანილია სავენტილაციო შახტების, კოლონების და გამყოფი კედლების ფართობების ჩათვლით. ხოლო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობები ისევ დატანილია ლიფტის შახტების ფართობების ჩათვლით (გარდა -1 სართულის გეგმისა, რომელზეც კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი დატანილ უნდა იქნას ლიფტის შახტის ფართობის ჩათვლით). განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ საჭიროა დააზუსტოთ მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე, კიბის უჯრედის და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოადგინოთ სამსახურის 2021 წლის 28 ივნისის №5476082 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), რომლებზეც საცხოვრებელი, საზაფხულო და დამხმარე ფართობები დატანილი იქნება სავენტილაციო შახტების, კოლონების და გამყოფი კედლების ფართობების გამოკლებით. ხოლო, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობები დატანილი იქნება ლიფტის შახტების ფართობების გამოკლებით (გარდა -1 სართულის გეგმისა, რომელზეც კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი დატანილ უნდა იქნას ლიფტის შახტის ფართობის ჩათვლით), ვინაიდან, ლიფტის შახტების ფართობი არ არსებობს (სიცარიელეა), აღნიშნული ფართობები ამოღებულ უნდა იქნეს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და შესაბამისად, საერთო ფართობიდან (გარდა -1 სართულის გეგმისა). ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510703 გადაწყვეტილებას გაეცანით 2021 წლის 20 ივლისს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 26 ივლისს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 27 (ოცდაშვიდი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 23 (ოცდასამი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 23 (ოცდასამი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, თქვენი 2021 წლის 06 ივლისის №AR1836226 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 27 июля 2021 г.Решение5520673 - Другое
- 26 июля 2021 г.Ответ города
- 14 июля 2021 г.Ответ города
- 14 июля 2021 г.Файлы загружены
- 6 июля 2021 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы2
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление