ქალაქი თბილისი, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩა, N 4
Решение
- Номер решения
- 5504864
- Дата решения
- 16 июля 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიგა სანაია
- Застройщик (код компании)
- 405112391
Участок
- Кадастровый код
- 01.14.05.008.229
- Собственник
- შპს კომპაქტ დეველოპმენტი (405112391)
- Площадь
- 1 127 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.05.008.229Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1836853
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 9 июля 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 16 июля 2021 г.Решение5504864 - Выдано
- 16 июля 2021 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 09 ივლისს №AR1836853 განცხადებით მომართა გიგა სანაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.008.229), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 29 დეკემბრის №2346967 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2516352 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 2508.4 კვ.მ., საზაფხული ფართობად: 607.4 კვ.მ., საერთო ფართობად: 4234.3 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით, -4.00 და 0.00 ნიშნულის გეგმებზე გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები (96.6 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებით შეთანხმებულ -4.00 და 0.00 ნიშნულების გეგმებზე დატანილია 7 ღია ავტოსადგომი (ფართობი 96.6 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ასახული არ არის. შესაბამისად, სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად უნდა დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი (96.6 კვ.მ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 96.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებით შეთანხმებული -4.00 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 04 დეკემბრის №2328896 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 8 июля 2021 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- Binder Avtosadgomi Gegmebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление