OpenCAD
Отказано

ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი N3

AR1839132Разрешение на строительствоИное назначение20 июля 2021 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5521512
Дата решения
27 июля 2021 г.
Результат
Отказано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ჭუმბურიძე
Застройщик (код компании)
404550464

Участок

Кадастровый код
01.17.14.001.297
Собственник
ვენერა ამირაჯიბი (P/N: *********10)
Площадь
1 647 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1839132
Статус
Отказано
Зарегистрировано
20 июля 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 27 июля 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 20 ივლისს №AR1839132 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ავტოსადგომების ნუმერაციასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.14.001.297), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 05 აპრილის №5350511 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 აპრილიდან 2023 წლის 05 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე ავტოსადგომების ნუმერაცია არასწორად არის დატანილი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 23 მარტის №4892596, 2020 წლის 30 ივნისის №4978349, 2020 წლის 05 ნოემბრის №5169250 და 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ გეგმებზე ავტოსადგომების ნუმერაცია იდენტურია. ამასთან, სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანების გამოცემის ეტაპზე, განმცხადებლის მიერ სამსახურში წარმოდგენილი განმარტებითი ბარათით, ავტოსადგომების ნუმერაციის ცვლილება მოთხოვნილი არ ყოფილა. ამდენად, სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე, ავტოსადგომების ნუმერაციასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ავტოსადგომების ნაწილი დღევანდელი მდგომარეობით უკვე გაყიდულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე ავტოსადგომების ნუმერაციასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2021 წლის 22 მარტის №5336902 ბრძანებაში ავტოსადგომების ნუმერაციასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 27 июля 2021 г.Решение5521512 - Отказано
  3. 20 июля 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление