ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 66
Решение
- Номер решения
- 5536968
- Дата решения
- 5 августа 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- კობა გოგრიჭიანი
- Застройщик (код компании)
- 406095130
Участок
- Кадастровый код
- 01.12.12.002.045
- Собственник
- შპს "ბინექს" (406095130)
- Площадь
- 2 628 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.12.002.045Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1842311
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 4 августа 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 5 августа 2021 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 04 აგვისტოს №AR1842311 განცხადებით მომართა კობა გოგრიჭიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №66-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.12.12.002.045), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 15 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „5-7“ და „ს-რ“ ღერძებში არსებულ კომერციულ ფართობზე, ნუმერაცია „№9ა“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „№10“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე „№10“ დატანილია ორ სხვადასხვა ფართობზე. შესაბამისად, 0.00 ნიშნულის გეგმაზე „5-7“ და „ს-რ“ ღერძებში არსებულ კომერციულ ფართობზე, „№10“-ის ნაცვლად დაფიქსირებულ უნდა იქნას „№9ა“. ამასთან, გეგმარება და ფართობები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 5 августа 2021 г.Решение5536968 - Выдано
- 4 августа 2021 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- +0.00_gegma.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление