OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, კრწანისის ქუჩა, N 47ბ, სახლი 17; ქალაქი თბილისი, კრწანისის ქუჩა, N 47ბ, სახლი 16

AR1843445Разрешение на строительствоИное назначение11 августа 2021 г.- Крцаниси
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5605446
Дата решения
21 сентября 2021 г.
Результат
Выдано
Срок строительства
4 июля 2018 г. – 5 августа 2019 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მიხეილ ბალიაშვილი
Застройщик (код компании)
404894030

Участок

Кадастровый код
01.18.06.014.169
Собственник
შპს "S-ინვესტი" (404894030)
Площадь
611 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1843445
Статус
Согласовано
Зарегистрировано
11 августа 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 21 сентября 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 11 აგვისტოს №AR1843445 განცხადებით მომართა მიხეილ ბალიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებით შეთანხმდა №01.18.06.014.170 და №01.18.06.014.169 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების (D1, D2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საცხოვრებელ ფართობად 617.2 კვ.მ-ის ნაცვლად 735.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 166.0 კვ.მ-ის ნაცვლად 130.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 438.1 კვ.მ-ის ნაცვლად 59.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 124.0 კვ.მ-ის ნაცვლად 403.5 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1804.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1787.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 735.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 130.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 59.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 403.5 კვ.მ., საერთო ფართობად - 1787.9 კვ.მ. 2. სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №4051248 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 21 сентября 2021 г.Решение5605446 - Выдано
  3. 20 сентября 2021 г.Ответ города
  4. 20 сентября 2021 г.Файлы загружены
  5. 12 сентября 2021 г.Ответ города
  6. 12 сентября 2021 г.Файлы загружены
  7. 8 сентября 2021 г.Ответ города
  8. 8 сентября 2021 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы1

  • კორექტირებული გეგმები 08,09,2021.pdfОткрыть ↗

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление