ქალაქი თბილისი, გლდანის მასივი, VIII მიკრო/რაიონი, N 8ა
Решение
- Номер решения
- 5595650
- Дата решения
- 14 сентября 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- მარინა გრიგოლია
- Застройщик (код компании)
- 400280030
Участок
- Кадастровый код
- 01.11.10.002.002
- Собственник
- შპს "გვირილა" (209436939)
- Площадь
- 743 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.10.002.002Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1849168
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 7 сентября 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 14 сентября 2021 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 07 სექტემბერს №AR1849168 განცხადებით მომართა მარინა გრიგოლიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გლდანის მასივი, VIII მიკრო/რაიონი, №8ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.10.002.002), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამასთან, ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა - 165.0 კვ.მ. სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის №5174567 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 6 ნოემბრიდან 2022 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1307.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1286.0 კვ.მ., კომერციული ფართობი 106.8 კვ.მ-ის ნაცვლად 104.7 კვ.მ., საერთო ფართობი 2116.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2206.4 კვ.მ. ასევე, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში შიდა ავტოსადგომის ფართობის (113.6 კვ.მ.) დამატება. ამასთან, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების: 165.0 კვ.მ-ის ნაცვლად 112.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 1286.0 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 104.7 კვ.მ., საერთო ფართობად: 2206.4 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს: ავტოსადგომის ფართობი: 113.6 კვ.მ. 1.2 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს - 112.6 კვ.მ.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5158116 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 14 сентября 2021 г.Решение5595650 - Выдано
- 9 сентября 2021 г.Ответ города
- 9 сентября 2021 г.Файлы загружены
- 7 сентября 2021 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- A.10 I sart.gegma _ Layout.pdfОткрыть ↗
Прочие файлы1
- gegmebi chascorebuli partebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление