OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ლუბლიანას ქუჩა , N 50ა

AR1849264Разрешение на строительствоИное назначение8 сентября 2021 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5589783
Дата решения
9 сентября 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ჭუმბურიძე
Застройщик (код компании)
405168027

Участок

Кадастровый код
01.13.01.018.175
Собственник
თეიმურაზ გელოვანი (P/N: *********45)
Площадь
1 189 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1849264
Статус
Согласовано
Зарегистрировано
8 сентября 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 9 сентября 2021 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 8 სექტემბერს №AR1849264 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებით გაიცა ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩა, №50ა-ში მდებარე №01.13.01.018.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 18 ოქტომბრის №AR1713089 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 36 თვეზე და სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.“ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727723 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 9 сентября 2021 г.Решение5589783 - Выдано
  3. 8 сентября 2021 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление