OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა N 2

AR1855589Разрешение на строительствоИное назначение12 октября 2021 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5645329
Дата решения
20 октября 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ქეთევან ფანცულაია
Организация
27731
Застройщик (код компании)
205188447

Участок

Кадастровый код
01.14.08.001.062
Собственник
სააქციო საზოგადოება "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
Площадь
570 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1855589
Статус
Согласовано
Зарегистрировано
12 октября 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
8 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 20 октября 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 12 ოქტომბერს №AR1855589 განცხადებით მომართა ქეთევან ფანცულაიამ და მოითხოვა სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით (ნაკვ. 1/62) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.08.001.062) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი №1 კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 9 სექტემბრის №2179451 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებაში დამკვეთთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაფიქსირებულ ავტოსადგომის და საზაფხულო ფართობებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. ამასთან, აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება არ იწვევს სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული ფართობების ცვლილებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -2.85, +10.20, +13.80 და +17.40 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის №2031703 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 20 октября 2021 г.Решение5645329 - Выдано
  3. 12 октября 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление