OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, მიხეილ ჭიაურელის I ჩიხი, N 10

AR1860273Разрешение на строительствоИное назначение6 ноября 2021 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5697523
Дата решения
24 ноября 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მერაბ არჩვაძე
Застройщик (код компании)
406242249

Участок

Кадастровый код
01.13.01.018.321
Собственник
ეკატერინე ნადირაძე (P/N: *********77)
Площадь
604 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1860273
Статус
Согласовано
Зарегистрировано
6 ноября 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
18 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 24 ноября 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 6 ნოემბერს №AR1860273 განცხადებით მომართა მერაბ არჩვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩის მიმდებარედ არსებულ №01.13.01.018.321 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26 ივლისიდან 2021 წლის 26 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით (დაზუსტებულია მოთხოვნა 2021 წლის 18 ნოემბრის შეტყობინებით), განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომის ფართობი (49.6 კვ.მ.). შესაბამისად, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში - ავტოსადგომისა (შიდა) და საერთო ფართობები უცვლელი რჩება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +0.00 ნიშნულის გეგმა და ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ +0.00 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულია 4 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 49.6 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე შესაძლებელია დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომის ფართობი - 49.6 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 49.6 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 ივლისის №4605097 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 24 ноября 2021 г.Решение5697523 - Выдано
  3. 22 ноября 2021 г.Ответ города
  4. 4 ноября 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление