OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტის , N 6

AR1862497Разрешение на строительствоИное назначение16 ноября 2021 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5718477
Дата решения
8 декабря 2021 г.
Результат
Выдано
Срок строительства
16 июня 2021 г. – 16 сентября 2023 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ვალერიან ვარდანია
Застройщик (код компании)
405432893

Участок

Кадастровый код
01.14.06.008.313
Собственник
შპს "ეკო ჯგუფი" (205276351)
Площадь
1 178 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1862497
Статус
Согласовано
Зарегистрировано
16 ноября 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
22 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 декабря 2021 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 16 ნოემბერს №AR1862497 განცხადებით მომართა ვალერიან ვარდანიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №5417288 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №6-ში მდებარე №01.14.06.008.313 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი, ხოლო, სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 16 ივნისიდან 2023 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ეკო ჯგუფი“ (ს/ნ: 205276251). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს „ეკო ჯგუფის“ (ს/ნ: 205276251) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ბი ეიჩ ეს გრუპის“ (ს/ნ: 405432893) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021762296, მომზადების თარიღი: 08/09/2021 წ.) თანახმად, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №6-ში მდებარე №01.14.06.008.313 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს „ბი ეიჩ ეს გრუპი“ (ს/ნ: 405432893). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21004223, მომზადების თარიღი: 23/01/2021 წ.) თანახმად, შპს „ბი ეიჩ ეს გრუპის“ (ს/ნ: 405432893) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზაზა კალანდია (პ/ნ: 62003000380), ხოლო მის მიერ 2021 წლის 31 აგვისტოს №210929591 განმცხადებლის - ვალერიან ვარდანიას სახელზე გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი, შესაბამისად პროექტის შეთანხმების თაობაზე სამსახურის გადაწყვეტილებაში დამკვეთის ცვლილება არ ხორციელდება. დამკვეთის ცვლილება ხდება სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.06.008.313 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბი ეიჩ ეს გრუპი“ (ს/ნ: 405432893), სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ბი ეიჩ ეს გრუპის“ (ს/ნ: 405432893) დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ეკო ჯგუფის“ (ს/ნ: 205276251) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ბი ეიჩ ეს გრუპი“ (ს/ნ: 405432893). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5453472 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Показать ещё
  2. 8 декабря 2021 г.Решение5718477 - Выдано
  3. 16 ноября 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление