OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ულიანოვის ქუჩა N29 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ლიბანი , N 6 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ლიბანი , N 6ა

AR1863738Разрешение на строительствоИное назначение23 ноября 2021 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5706679
Дата решения
30 ноября 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ოლეგი ბაზაძე
Застройщик (код компании)
205200815

Участок

Кадастровый код
01.11.03.008.210
Собственник
შპს "თი თი სი" (205200815)
Площадь
4 814 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1863738
Статус
Согласовано
Зарегистрировано
23 ноября 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 30 ноября 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 23 ნოემბერს №AR1863738 განცხადებით მომართა ოლეგი ბაზაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებით სამსახურის 2021 წლის 27 სექტემბრის №5605352 ბრძანებით შეთანხმებული ოფისის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანება გამოცემულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების საფუძველზე. თუმცა, სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილ იქნა მშენებლობის ეტაპების დაფიქსირება. კერძოდ, განმცხადებლის მიერ, 2021 წლის 08 ნოემბრის №AR1858817 განცხადებით სამსახურში წარმოდგენილ იქნა მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი, შესაბამისი მშენებლობის ეტაპების დაფიქსირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებაში ეტაპებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი მე-2 პუნქტის შემდეგ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან. სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. 2) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება. 3) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები, შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები, შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა, შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა, არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა, შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოს თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, საპროექტო შენობის ვიზუალიზაციით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 5. ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საპროექტო ობიექტის მშენებლობის საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრესთან. 6. მშენებლობის წარმოებისას დაცული იქნას ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხის მოჭრის ან გადარგვის საჭიროების შემთხვევაში საკითხი წინასწარ იქნას შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5684449 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 30 ноября 2021 г.Решение5706679 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление