OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , ქუჩა დიმიტრი თავდადებული , კორპუსი N2 , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა დიმიტრი თავდადებული , კორპუსი 2 , მიმდებარედ

AR1868268Разрешение на строительствоИное назначение31 декабря 2021 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5762242
Дата решения
14 января 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მანუჩარ მარგიანი
Организация
14205
Застройщик (код компании)
402044042

Участок

Кадастровый код
01.10.06.006.287
Собственник
შპს "გ.მ.ს. ჯგუფი" (402044042)
Площадь
3 298 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1868268
Статус
Согласовано
Зарегистрировано
31 декабря 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
14 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 14 января 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 31 დეკემბერს №AR1868268 განცხადებით მომართა მანუჩარ მარგიანმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებით №01.10.06.006.287 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 27 მაისის №4959795 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5211652 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 5761.1 კვ.მ., საოფისე ფართობი: 1620.0 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 2104.4 კვ.მ., საერთო ფართობი: 13670.6 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებით შეთანხმებული +3.80 - +46.05 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 09 სექტემბერს №AR1773429 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე, VI სართულის შემდეგ, ბინების ნუმერაცია არასწორად არის მითითებული და შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებით შეთანხმებულ VI და VII სართულებზე მდებარე ბინებზე ტექნიკური შეცდომის შედეგად ერთიდაიგივე ნუმერაცია იყო მითითებული, რამაც გამოიწვია სხვა დანარჩენ სართულებზე (VI სართულის შემდეგ) ბინების ნუმერაციის არასწორად დაფიქსირება. წინამდებარე, განცხადებაზე წარმოდგენილ გეგმებზე ბინების ნუმერაცია გასწორებულია. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV, XV სართულების გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ბინების ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV, XV სართულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 მაისის №4951261 და სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5211652 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 14 января 2022 г.Решение5762242 - Выдано
  3. 31 декабря 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление