ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, N 1
Решение
- Номер решения
- 5756286
- Дата решения
- 10 января 2022 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- კობა ძლიერიშვილი
- Застройщик (код компании)
- 205071045
Участок
- Кадастровый код
- 01.14.14.003.122
- Собственник
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "ბაგები-504" (205071045) (205071045)
- Площадь
- 10 998 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.14.003.122Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1869057
- Статус
- Не рассмотрено
- Зарегистрировано
- 28 декабря 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 13 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 10 января 2022 г.Ответ города
2021 წლის 28 დეკემბრის №AR1869057 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 28 დეკებერს №AR1869057 განცხადებით მომართა კობა ძლიერიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5451341 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, 2021 წლის 15 ივნისის №5451341 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, №1-ში მდებარე №01.14.14.003.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივნისიდან 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5451341 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 41643.0 კვ.მ-ის ნაცვლად 41932 კვ.მ-ის, ხოლო კომერციულ ფართობად 1942.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1943.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, განმარტავს რომ +34.59 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს საზაფხულო ფართობი 3868 კვ.მ. სამსახურმა, წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საცხოვრებელ, კომერციულ და საზაფხულო ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი საჰაერო შახტების, კოლონებისა და გამყოფი კედლების ფართობები. ამასთან, საზაფხულო ფართობში არასწორად არის ჩათვლილი საპროექტო შენობის არაექსპლუატირებადი ფართობები, მაგ.: +34.59 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ფართობი არ წარმოადგენს საზაფხულო ფართობს, შესაბამისად ვერ ჩაითვლება საზაფხულო და საერთო ფართობებში. გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, კომერციულ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5451341 ბრძანებთ შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე) შესწორებული საცხოვრებელი, საზაფხულო და კომერციული ფართობების დაფიქსირებითა და ექსპლიკაციის გამოტანით (წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ის გეგმები, რომლებზეც ხდება ფართობების დაზუსტება, სხვა გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 28 დეკებრის №AR1869057 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 10 января 2022 г.Решение5756286 - Другое
- 28 декабря 2021 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- Binder1 gegma 2021.12.27.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление