OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 82

AR1869225Разрешение на строительствоИное назначение21 декабря 2021 г.- Ваке
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5741263
Дата решения
24 декабря 2021 г.
Результат
Другое
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ვლადიმერ აბრამიშვილი
Застройщик (код компании)
404993600

Участок

Кадастровый код
01.14.10.001.077
Собственник
სახელმწიფო
Площадь
5 000 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1869225
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
21 декабря 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 24 декабря 2021 г.Решение5741263 - Другое
  2. 24 декабря 2021 г.Ответ города

    2021 წლის 21 დეკემბრის №AR1869225 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 დეკემბერს №AR1869225 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დაა „A“ და „B“ ბლოკების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცალ-ცალკე დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.10.001.077), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A და B ბლოკების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 ოქტომბრიდან 2022 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №5210539 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 10807.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 2696.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1454.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 326.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 3358.7 კვ.მ., საერთო ფართობი: 18643.0 კვ.მ., ხოლო, სამშენებლო მოცულობა: 61853.8 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით: 48153.52 კუბ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -10.37 - +44.20 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 26 ოქტომბრის №AR1784401 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. სამსახურის 2020 წლის 09 დეკემბრის № 5218918 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 4496.5 კვ.მ., საერთო ფართობად 19780.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -4.25 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2020 წლის 07 დეკემბრის №AR1793096 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ბლოკების (A და B) შესაბამისად გაყოფა, წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ A ბლოკის კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამური მაჩვენებელი (627 კვ.მ.) არ ემთხვევა წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ განმარტებით ბარათში მითითებულ A ბლოკის კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამურ მაჩვენებელს (626.6 კვ.მ.). ასევე, B ბლოკის კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამური მაჩვენებელი (827.1 კვ.მ.) არ ემთხვევა განმარტებით ბარათში მითითებულ B ბლოკის კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამურ მაჩვენებელს (827.5 კვ.მ.). ასევე, A ბლოკის ავტოსადგომის ფართობის ჯამური მაჩვენებელი (1734.1 კვ.მ.) არ ემთხვევა განმარტებით ბარათში მითითებულ A ბლოკის ავტოსადგომების ფართობის ჯამურ მაჩვენებელს (1758.3 კვ.მ.). ამასთან, B ბლოკის ავტოსადგომის ფართობის ჯამური მაჩვენებელი (2762.4 კვ.მ.) არ ემთხვევა განმარტებით ბარათში მითითებულ B ბლოკის ავტოსადგომის ფართობის ჯამურ მაჩვენებელს (2738.2 კვ.მ.). რაც შეეხება ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების ველში მითითებულ სხვა მაჩვენებლებს (განაშენიანების ფართობს, სამშენებლო მოცულობას - 0.00 ნიშნულს ზევით, 0.00 ნიშნულს ქვევით, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლეს - 0.00 ნიშნულის ზევით, 0.00 ნიშნულის ქვევით, კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობს, კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობს, კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობს) გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გსურთ მათი ბლოკების მიხედვით ცალ-ცალკე დაფიქსირება აღნიშნული მაჩვენებლები ჩაშალეთ განმარტებით ბარათში. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ბლოკების მიხედვით ჩაშლა მაშინ ზემოაღნიშნული მაჩვენებლები ორივე ბლოკისთვის (A და B) მიუთითეთ ერთობლივად. ასევე, საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ ,,ცვლილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით. რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882021569561; მომზადების თარიღი: 14/07/2021 წ.) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში მდებარე №01.14.10.001.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ჰილს დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404993600). ამასთან, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაშიც დამკვეთად დაფიქსირებულია შპს ჰილს დეველოპმენტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ჰილს დეველოპმენტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ანრი ბაციკაძე. ხოლო, სამსახურს მომართავს ვლადიმერ აბრამიშვილი (№AR1767248 განცხადებაზე წარმოდგენილ 2020 წლის 25 სექტემბრის მინდობილობას ვადა აქვს გასული). შესაბამისად არ დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა A და B ბლოკების კიბის უჯრედის და სადარბაზოს, ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა განაშენიანების ფართობის, სამშენებლო მოცულობის, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლის, კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის, კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის, კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ცალ-ცალკე ან ერთობლივად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.3. წარმოადგინოს შპს ჰილს დეველოპმენტის დირექტორის - ანრი ბაციკაძის მიერ განმცხადებლის - ვლადიმერ აბრამიშვილის სახელზე გაცემული მინდობილობა. 1.4. განცხადება დაარეგისტრიროს ,,ცვლილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 21 დეკემბრის №AR1869225 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 21 декабря 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление