OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 82

AR1869944Разрешение на строительствоИное назначение24 декабря 2021 г.- Ваке
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5747752
Дата решения
29 декабря 2021 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ვლადიმერ აბრამიშვილი
Застройщик (код компании)
404993600

Участок

Кадастровый код
01.14.10.001.077
Собственник
სახელმწიფო
Площадь
5 000 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1869944
Статус
Согласовано
Зарегистрировано
24 декабря 2021 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
5 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 декабря 2021 г.Решение5747752 - Выдано
  2. 29 декабря 2021 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 24 დეკემბერს №AR1869944 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და „A“ და „B“ ბლოკების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცალ-ცალკე დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.10.001.077), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A და B ბლოკების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 ოქტომბრიდან 2022 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №5210539 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 10807.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 2696.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1454.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 326.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 3358.7 კვ.მ., საერთო ფართობი: 18643.0 კვ.მ., ხოლო, სამშენებლო მოცულობა: 61853.8 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით: 48153.52 კუბ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -10.37 - +44.20 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 26 ოქტომბრის №AR1784401 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. სამსახურის 2020 წლის 09 დეკემბრის № 5218918 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 4496.5 კვ.მ., საერთო ფართობად 19780.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -4.25 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2020 წლის 07 დეკემბრის №AR1793096 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ბლოკების (A და B) შესაბამისად გაყოფა, წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882021569561; მომზადების თარიღი: 14/07/2021 წ.) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში მდებარე №01.14.10.001.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ჰილს დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404993600). ამასთან, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაშიც დამკვეთად დაფიქსირებულია შპს ჰილს დეველოპმენტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ჰილს დეველოპმენტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ანრი ბაციკაძე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2021 წლის 22 დეკემბრის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - ვლადიმერ აბრამიშვილის უფლებამოსილება. სამსახურმა შეთანხმებული გეგმები და წარმოდგენილი ბლოკების მიხედვით ჩაშლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა ერთმანეთს და მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: “A” ბლოკი: მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ): 5000.0 საერთო ფართობი (კვ.მ): 7397 საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ): 4144.1 საზაფხულო (კვ.მ): 804.2. კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ): 627 დამხმარე ფართობი (კვ.მ): 87.6 ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ): 1734.1 სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ): 23774.66 ნიშნულის ზევით (კუბ.მ): 18726.46 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ): 5048.2 შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ): 60.57 ნიშნულის ზევით (მ): 50.20 მ. ნიშნულის ქვევით (მ): 10.37 კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი: 838.6 კვ.მ. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი 5491 კვ.მ. ’’B“ ბლოკი: მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ): 5000.0 საერთო ფართობი (კვ.მ): 12383.8 საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ): 6663.6 საზაფხულო ფართობი (კვ.მ): 1892 კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ): 827.1 დამხმარე ფართობი (კვ.მ): 238.7 ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ): 2762.4 სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ): 38079.14 ნიშნულის ზევით (კუბ.მ): 29427.04 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ) 8652.1 შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ): 54.57 ნიშნულის ზევით (მ): 44.20 ნიშნულის ქვევით (მ): 10.37 კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი: 1188.9 კვ.მ. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი: 8671.8 კვ.მ. “A“ და “B“ ბლოკების კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 2027.5 კვ.მ. / 5000 კვ.მ. = 0.4, კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 14162 კვ.მ. / 5000 კვ.მ. = 2.8 (“C” ბლოკის ჩათვლით 14162+3527.4=17689.4 / 5000 = 3.5), კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში): 1384.8 კვ.მ / 5000 კვ.მ = 0.3, განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: 2857.3. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557, სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №5210539 და სამსახურის 2020 წლის 09 დეკემბრის №5218918 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 28 декабря 2021 г.Ответ города
  4. 28 декабря 2021 г.Файлы загружены
  5. 28 декабря 2021 г.Файлы загружены
  6. 24 декабря 2021 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы3

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление