ქალაქი თბილისი , ქუჩა ტრიკოტაჟი , N 3 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ვ.ნინუა , N 3
Решение
- Номер решения
- 5751660
- Дата решения
- 31 декабря 2021 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი ბენდელიანი
- Застройщик (код компании)
- 402059240
Участок
- Кадастровый код
- 01.12.12.001.407
- Собственник
- შპს "ალისფერი აფრები " (402059240)
- Площадь
- 1 997 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.12.001.407Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Промышленная
- Подзона
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Зона Промышленная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1870653
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 29 декабря 2021 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 2 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 31 декабря 2021 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 29 დეკემბერს №AR1870653 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 31 მაისის №5426125 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ტრიკოტაჟი, №3; ქალაქი თბილისი, ქუჩა ვ. ნინუა №3-ში მდებარე №01.12.12.001.407 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №5490545 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №5490545 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებაში არასწორად არის განსაზღვრული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2021 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 21 დეკემბრის №AR1869216 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 21 თვეზე და 15 დღეზე და სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №5490545 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.“.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 7 ივლისის №5490545 და 2021 წლის 29 დეკემბრის №5746510 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 31 декабря 2021 г.Решение5751660 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление