OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N 34გ

AR1874882Разрешение на строительствоИное назначение28 января 2022 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5800095
Дата решения
10 февраля 2022 г.
Результат
Выдано
Срок строительства
31 декабря 2021 г. – 31 декабря 2024 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გოჩა ჩხიკვაძე
Застройщик (код компании)
405237319

Участок

Кадастровый код
01.14.03.040.148
Собственник
შპს "სერვისი 96" (204878953)
Площадь
4 132 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1874882
Статус
Согласовано
Зарегистрировано
28 января 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
13 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 10 февраля 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 იანვარს №AR1874882 განცხადებით მომართა გოჩა ჩხიკვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №34გ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.03.040.148) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 31 დეკემბრის №5751895 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 1548.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1377.4 კვ.მ., ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია სასაწყობე ფართობის - 104.2 კვ.მ-ის დაფიქსირება. გარდა ამისა, №10 და №45 ბინების ჯამური ფართები (საცხოვრებელი+საზაფხულო) და ექსპლიკაციებში დაფიქსირებული ამავე ბინების ჯამური ფართობები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობის გასწორება და სასაწყობე ფართობის დამატება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 7348.1 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 7281.5 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 1377.4 კვ.მ., საერთო ფართობად: 7281.5 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს სასაწყობე ფართობი: 104.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებით შეთანხმებული ავტოფარეხის, I, II და IV სართულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738972 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 10 февраля 2022 г.Решение5800095 - Выдано
  3. 9 февраля 2022 г.Ответ города
  4. 8 февраля 2022 г.Файлы загружены
  5. 27 января 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление