OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩა, N 99დ

AR1876281Разрешение на строительствоИное назначение22 февраля 2022 г.- Тхинвала
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5849158
Дата решения
15 марта 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ლელა გურგენიძე
Организация
28127
Застройщик (код компании)
404515681

Участок

Кадастровый код
72.16.33.021
Собственник
შპს "გრინლანდია" (404515681)
Площадь
6 547 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1876281
Статус
Согласовано
Зарегистрировано
22 февраля 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
4 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 15 марта 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის № 5717735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 თებერვალს №AR1876281 განცხადებით მომართა ლელა გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის № 5717735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტენქიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ავთანდილ ვარაზის ქუჩა №99დ-ში მდებარე №72.16.33.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 10 იანვრის №5756120 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 იანვრიდან 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 7604.5 კვ.მ-ის ნაცვლად 7534.5 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 155.6 კვ.მ-ის ნაცვლად 153.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 635.7 კვ.მ-ის ნაცვლად 633.7 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 127.9 კვ.მ-ის ნაცვლად 126.9 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1645.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1429.4 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 118.5 კვ.მ-ის ნაცვლად 130.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1562.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1551.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 11850.3 კვ.მ-ის ნაცვლად 11560.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა და გეგმა-ნახაზები, ასევე შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გენ-გეგმას, გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე, დაადგინა, რომ გენ-გეგმაზე ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად იყო დაფიქსირებული პანდუსის დახრის პროცენტული მაჩვენებლები. შესაბამისად გენ-გეგმა და გეგმა ნახაზები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გენ-გეგმაზე და გეგმებზე ტექნიკური შეცდომების შესწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის № 5717735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 7534.5 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 153.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 633.7 კვ.მ., სარდაფის ფართობად 126.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1429.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 130.7 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1551.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 11560.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და შესწორებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და გასწორებული გეგმებით (ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717735 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 15 марта 2022 г.Решение5849158 - Выдано
  3. 11 марта 2022 г.Ответ города
  4. 11 марта 2022 г.Файлы загружены
  5. 10 марта 2022 г.Ответ города
  6. 10 марта 2022 г.Файлы загружены
  7. 7 марта 2022 г.Ответ города
  8. 7 марта 2022 г.Файлы загружены
  9. 22 февраля 2022 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы4

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление