OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N 72

AR1888773Разрешение на строительствоИное назначение24 марта 2022 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5898528
Дата решения
14 апреля 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
დიმიტრი გოხელაშვილი
Застройщик (код компании)
420424525

Участок

Кадастровый код
01.13.02.009.042
Собственник
შპს "ბლოქსი" (420424525)
Площадь
7 880 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

  • Зона
    Специальная
    Подзона
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Зона Специальная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
    K3
    0

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1888773
Статус
Согласовано
Зарегистрировано
24 марта 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
0 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 14 апреля 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 24 მარტს №AR1888773 განცხადებით მომართა დიმიტრი გოხელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტენქიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №72-ში მდებარე №01.13.02.009.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის „ც“ ბლოკის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 14 თებერვლიდან 2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 10 მარტის №5841144 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 მარტიდან 2025 წლის 10 მარტის ჩათვლით წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 829.35 კვ.მ-ის ნაცვლად 852.79 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 19677.59 კვ.მ-ის ნაცვლად 19701.03 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა, ასევე შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, +3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 852.79 კვ.მ. საერთო ფართობად - 19701.03 კვ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებით შეთანხმებული +3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის №5804233 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 14 апреля 2022 г.Ответ города
  3. 14 апреля 2022 г.Файлы загружены
  4. 14 апреля 2022 г.Решение5898528 - Выдано
  5. 12 апреля 2022 г.Ответ города
  6. 12 апреля 2022 г.Файлы загружены
  7. 7 апреля 2022 г.Ответ города
  8. 7 апреля 2022 г.Файлы загружены
  9. 24 марта 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы4

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление