OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობი, V მ/რ კორპ.N2ა

AR1898412Разрешение на строительствоИное назначение16 мая 2022 г.- Нуцубидзе
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
5951072
Дата решения
23 мая 2022 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
პაატა ლეკიაშვილი
Застройщик (код компании)
205262785

Участок

Кадастровый код
01.14.01.001.028
Собственник
შპს "სამედიცინო ცენტრი ურანტი" (205262785) (205262785)
Площадь
970 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1898412
Статус
Согласовано
Зарегистрировано
16 мая 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 23 мая 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 მაისს №AR1898412 განცხადებით მომართა პაატა ლეკიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, V მ/რ, კორპ. №2ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.01.001.028), საავადმყოფოს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 13 დეკემბრიდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 33.44 კვ.მ-ის ნაცვლად 83.40 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 14.11 კვ.მ-ის ნაცვლად 139.41 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 123.83 კვ.მ-ის 66.78 კვ.მ-ის, პალატების ფართობად 113.39 კვ.მ-ის ნაცვლად 160.46 კვ.მ-ის, საორდინატოროებისა და საოპერაციოების ფართობად 223.1 კვ.მ-ის ნაცვლად 225.04 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 507.87 კვ.მ-ის ნაცვლად 675.09 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები, ასევე შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, +0.00 და +3.20 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 83.40 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 139.41 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 66.78 კვ.მ., პალატების ფართობად - 160.46 კვ.მ., საორდინატოროებისა და საოპერაციოების ფართობად - 225.04 კვ.მ., საერთო ფართობად - 675.09 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 და +3.20 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №5723097 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 23 мая 2022 г.Решение5951072 - Выдано
  3. 15 мая 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление