OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , მიმდებარედ , (ნაკვეთი N11/12) ; ქალაქი თბილისი , მუხიანი , საცხოვრებელი რაიონის მიმდებარად, (ნაკვეთი N11/14)

AR1906761Разрешение на строительствоИное назначение15 июня 2022 г.- Мухиани
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6023362
Дата решения
6 июля 2022 г.
Результат
Выдано
Срок строительства
1 декабря 2021 г. – 1 декабря 2024 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ბესიკ პაპისმედოვი
Застройщик (код компании)
406311968

Участок

Кадастровый код
01.11.13.011.726
Собственник
შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
Площадь
6 000 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1906761
Статус
Согласовано
Зарегистрировано
15 июня 2022 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
21 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 6 июля 2022 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივნისს №AR1906761 განაცხადებით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.13.011.726 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "დი დი ჯი" (ს/ნ: 204532345). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს "დი დი ჯი"-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022345301, მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) თანახმად №01.11.13.011.726 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22006616, მომზადების თარიღი: 28/01/2022 წ.) თანახმად, შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი (პ/ნ: 01012000873). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.011.726 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფის“ (ს/ნ: 406311968) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "დი დი ჯი"-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №5708734 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 6 июля 2022 г.Решение6023362 - Выдано
  3. 15 июня 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление