ქალაქი თბილისი , ქუჩა შავიშვილი , N 3
Решение
- Номер решения
- 6068022
- Дата решения
- 4 августа 2022 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 31 мая 2022 г. – 31 мая 2024 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზურაბი წიკლაური
- Застройщик (код компании)
- 204877838
Участок
- Кадастровый код
- 01.14.04.029.039
- Собственник
- შპს "სპექტრი" (204877838)
- Площадь
- 987 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.04.029.039Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1913492
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 20 июля 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 4 августа 2022 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 20 ივლისს №AR1913492 განცხადებით მომართა ზურაბი წიკლაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა შავიშვილი №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.04.029.039), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ბრძანებით დამკვეთს დაევალა აღნიშნული ბრძანების გაცემიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 აპრილის №5917566 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებით შესრულებულად ჩაითვალა ზემოაღნიშნული პირობა. აღნიშნულ ბრძანებაში ასევე ავტომატურად აისახა სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 342.14 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 336.2 კვ.მ., საოფისე ფართობი 1826.29 კვ.მ-ის ნაცვლად 1791.2 კვ.მ., კომერციული ფართობი 713.71 კვ.მ-ის ნაცვლად 700.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 361.21 კვ.მ-ის ნაცვლად 366.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 636.22 კვ.მ-ის ნაცვლად 553.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი 43.22 კვ.მ-ის ნაცვლად 43.2 კვ.მ., საერთო ფართობი 3943.59 კვ.მ-ის ნაცვლად 3811.3 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებებში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 336.2 კვ.მ., საოფისე ფართობად: 1791.2 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 700.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 366.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 553.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 43.2 კვ.მ., საერთო ფართობად: 3811.3 კვ.მ. სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №5962312 და 2022 წლის 04 ივლისის №6019953 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 4 августа 2022 г.Решение6068022 - Выдано
- 3 августа 2022 г.Ответ города
- 3 августа 2022 г.Файлы загружены
- 29 июля 2022 г.Ответ города
- 29 июля 2022 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы2
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление