OpenCAD
Не рассмотрено

ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია , (ყოფ. კახოვსკი) , N 10

AR1914456Новое строительствоИное назначение27 июля 2022 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6058496
Дата решения
29 июля 2022 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ილია ყოლბაია
Застройщик (код компании)
405074672

Участок

Кадастровый код
01.13.06.008.064
Собственник
შპს "აქსისი" (211393357)
Площадь
1 204 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR1914456
Статус
Не рассмотрено
Зарегистрировано
27 июля 2022 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
2 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 29 июля 2022 г.Решение6058496
  2. 29 июля 2022 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად დგინდება, რომ განაცხადით დაგეგმილი სამუშაოები ნაწილობრივ ან სრულად უკვე შესრულებულია, ასეთ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის წარმოდგენის შემდეგ ან ობიექტი მოიყვანეთ პირვანდელ მდგომარეობაში ანუ განახორციელეთ უნებართოდ მოწყობილის დემონტაჟი, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისი აქტის საფუძველზე, რის შემდგომაც უნდა წარმოადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება დემონტაჟთან დაკავშირებით და დემონტაჟის შემდგომ გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, გადაღების თარიღის ფიქსაციით. გარდა ამისა: 1. თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (კორპუსის) საერთო ხედის აღქმის და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ შორი მანძილიდან და სხვადასხვა ხედიდან დღეის მდგომარეობით გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ერთიანი ფოტომასალა (და არა ფრაგმენტული, როგორც ეს წარმოდგენილი გაქვთ), სადაც ნათლად გამოჩნდება მთლიანი შენობის ფასადი და ასევე მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟი, ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის დატანით. გარდა ამისა, დამატებით წარმოადგინეთ იმ ხედის ფოტო, რის საფუზველზეც მონტაჟია დამუშავებული 2. საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". აღნიშნული უნდა განხორციელდეს თითოეულ სიბრტყეზე ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. თქვენს შემთხვევაში წარწერა "sera" სათარგმნია სახელმწიფო ენაზე და გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით), შესაბამისად გაასწორეთ მრგვალი სარეკლამო აბრაც. განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. როგორც არსებულ ფოტოზე, ისე ფოტომონტაჟზე კონტურის სახით მონიშნეთ სარეკონსტრუქციო ფართი შესაბამისი გაბარიტული ზომებით და შესაბამისად, დაიანგარიშეთ სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრის პროცენტულობა და დაიტანეთ ფოტომონტაჟზე. გაითვალისწინეთ: სარეკლამო აბრა უნდა განათავსოთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოსადგენი იქნება იმ ფართის მესაკუთრის თანხმობა, საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად, ვის ფართზეც მოხდება სარეკლამო აბრის განთავსება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგინეთ განახლებული მონტაჟი, ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის დატანით, ასევე დაიტანეთ მრგვალი სარეკლამო აბრის კედლიდან გამოწვის მანძილიც. 3. განცხადებაზე უფლებამოსილების დადგენის მიზნით წარმოადგინეთ საპროექტო ფართის წილობრივი ამონაწერი. თუ ობიექტი მშენებარეა, წარმოადგინეთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (დამკვეთის) თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    Показать ещё
  3. 26 июля 2022 г.Файлы загружены
  4. 25 июля 2022 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы4

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление