ქალაქი თბილისი , საბურთალოს რაიონი , ნაკვეთი 06/095 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა არჩილ მეფე , N 13-15 , მიმდებარედ
Решение
- Номер решения
- 6090301
- Дата решения
- 22 августа 2022 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 1 февраля 2022 г. – 1 августа 2024 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- თენგიზი ესიავა
- Застройщик (код компании)
- 405385925
Участок
- Кадастровый код
- 01.10.08.006.230
- Собственник
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Площадь
- 10 755 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.08.006.230Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR1918615
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 18 августа 2022 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 4 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 22 августа 2022 г.Решение6090301 - Выдано
- 22 августа 2022 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5743190, 2021 წლის 27 დეკემბრის №5744780, 2022 წლის 01 თებერვლის №5784681 და 2022 წლის 08 თებერვლის №5795433 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 18 აგვისტოს №AR1918615 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5743190, 2021 წლის 27 დეკემბრის №5744780, 2022 წლის 01 თებერვლის №5784681 და 2022 წლის 08 თებერვლის №5795433 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 11 თებერვლის №5286383 ბრძანებით №01.10.08.006.230 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 05 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2021 წლის 26 ივლისის №5517697 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 11 თებერვლის №5286383 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა შეცვლილი ფუნქციური ზონა - საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6). სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5744780 ბრძანებით №01.10.08.006.230 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ა-1” ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 01 თებერვლის №5784681 ბრძანებით გაიცა (,,ა-1” ბლოკი) მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 თებერვლიდან 2024 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს ენსი დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405385925). სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5743190 ბრძანებით ზემოაღნიშნულ №01.10.08.006.230 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ა-2“ ბლოკის) არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2022 წლის 08 თებერვლის №5795433 ბრძანებით ზემოაღნიშნულ №01.10.08.006.230 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ-2“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. „ა-2“ და „ბ-2“ ბლოკების შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების საფუძველზე მშენებლობის ნებართვები არ არის გაცემული. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2022 წლის 10 აგვისტოს №AR1917431 განცხადება „ა-1“, „ა-2“ და „ბ-2“ ბლოკების გაერთიანებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5744780 და 2022 წლის 01 თებერვლის №5784681 ბრძანებების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5743190 და 2022 წლის 08 თებერვლის №5795433 ბრძანებების საფუძველზე მშენებლობის ნებართვების გაცემის ინტერესი და ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის ფოტომასალა (,,ა-1” ბლოკთან მიმართებით) რომლითაც დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. შპს ენსი დეველოპმენტის 2022 წლის 29 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმით დგინდება, რომ შპს ენსი დეველოპმენტმა შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს დეკა დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405385925). საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882022539454; მომზადების თარიღი: 25/07/2022 წ.) თანახმად, №01.10.08.006.230 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს დეკა დეველოპმენტი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405385925). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22081125; მომზადების თარიღი: 04/07/2022წ.) შპს დეკა დეველოპმენტის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლევან კალანდარიშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2022 წლის 19 აგვისტოს მინდობილობით (რეგისტრაციის ნომერი: 221070167) დგინდება განმცხადებლის - თენგიზი ესიავას უფლებამოსილება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს თენგიზი ესიავას 2022 წლის 18 აგვისტოს №AR1918615 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5743190, 2021 წლის 27 დეკემბრის №5744780, 2022 წლის 01 თებერვლის №5784681 და 2022 წლის 08 თებერვლის №5795433 ბრძანებები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 19 августа 2022 г.Ответ города
- 19 августа 2022 г.Файлы загружены
- 18 августа 2022 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление